მთავარისიახლეებიმსოფლიონიკოლა სარკოზის 5 წლიანი პატიმრობის ათვლა 22 ოქტომბერს დაიწყება - ის სამარტოო...

ნიკოლა სარკოზის 5 წლიანი პატიმრობის ათვლა 22 ოქტომბერს დაიწყება – ის სამარტოო საკანში იქნება

Published on

სასამართლომ სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კრიმინალური შეთქმულებისთვის მას შემდეგ, რაც 2007 წელს, პირველი საპრეზიდენტო კამპანიისთვის მზადებისას, მან საკუთარ მოკავშირეებს ნება დართო, ლიბიაში მოამარ კადაფის რეჟიმისგან ფინანსური მხარდაჭერა მოეძიათ.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სასჯელის მოხდას 22 ოქტომბერს დაიწყებს.

ამასთანავე, მას განაჩენი გასაჩივრებულიც აქვს და თავს უდანაშაულოდ აცხადებს, თუმცა, სამი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა გადაწყვიტა, რომ ბრალდებების სიმძიმის გამო, საჩივრის მიუხედავად, სარკოზის დაუყოვნებლივ დაპატიმრება იყო საჭირო.

ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაციონისტი ფილიპ პეტენის შემდეგ ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც სასჯელს ციხეში მოიხდის. იგი მიმდინარე წლის დასაწყისში კორუფციის ბრალდებით შინაპატიმრობაშიც იმყოფებოდა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან თავისი წინამორბედი, ნიკოლა სარკოზი, დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე, ელისეის სასახლეში მიიწვია.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საფრანგეთის სასამართლოს დამოუკიდებლობის დარღვევას არ ნიშნავს.

ხოლო იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა, რომელიც 2014 წელს სარკოზის სპიკერად მუშაობდა, თქვა, რომ სარკოზის შეხვდა და “მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით” ციხეშიც ეწვევა.

სიახლეები

სინდისის პატიმარმა, ზვიად ცეცხლაძემ ევროკავშირის ელჩის ოფისიდან წერილი მიიღო

სინდისის პატიმარმა, ზვიად ცეცხლაძემ გლდანის ციხეში ევროკავშირის ელჩის ოფისიდან წერილი მიიღო. წერილში, რომელსაც "დაფიონი" აქვეყნებს,...

საქართველოს საგარეო პოლიტიკა გარდაიცვალა – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ქვეყანაში დღეს საგარეო პოლიტიკა ფაქტობრივად აღარ არსებობს. როგორც...

საგამოძიებო- აღმოჩენილია კუსტარულ საწარმო – ამოღებულია ვადაგასული „Kinder Schokolade”, “Jacobs Monarch”-ის და „Raffaello”-ს ყუთები

თბილისში აღმოჩენილია კუსტარული საწარმო, სადაც მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით სისტემატურად ხდებოდა ტკბილეულის და...

პირბადეების დალუქვის მანია – აბსურდული ნამდვილი ამბავი

მიხეილ ზაქარეიშვილი ამხელს ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში წამოწყებული 'პირბადეების დალუქვის" კამპანიის კომიკურ მხარეს...