მთავარისიახლეებისაზოგადოებაზელენსკი მზადაა, მიწვევის შემთხვევაში, ბუდაპეშტში პუტინსა და ტრამპს შეხვდეს

ზელენსკი მზადაა, მიწვევის შემთხვევაში, ბუდაპეშტში პუტინსა და ტრამპს შეხვდეს

Published on

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, მოწვევის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის უნგრეთში დაგეგმილ შეხვედრას შეუერთდეს.

“თუ მე ბუდაპეშტში მიმიწვევენ – თუ ეს იქნება მოწვევა ფორმატში, სადაც სამივე შევხვდებით, ან თუ მე შევხვდები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და შემდეგ დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინს, მაშინ მე ამ ფორმატებიდან რომელიმეს დავთანხმდები”, – ამბობს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი უნგრეთის პოლიტიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ არ სჯერა ვიქტორ ორბანის და იმის, რომ ამ შეხვედრას უკრაინისთვის რაიმე პოზიტიურის მოტანა შეუძლია.

“მე არ მჯერა, რომ პრემიერს [ვიქტორ ორბანს], რომელიც ყველგან ბლოკავს უკრაინის ინტერესს, ამ შეხვედრაზე უკრაინისთვის რაიმე პოზიტიურის მოტანა ან თუნდაც ბალანსის დაცვა შეუძლია”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ის მზადაა შეუერთდეს სამმხრივ შეხვედრას რამდენიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, შვეიცარიასა და ვატიკანში.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...