მთავარისიახლეებისაზოგადოებაშინ მიმავალ, გაგრიდან დევნილ ქალს რუსთაველზე "სახის დაფარვისთვის" ჯარიმა გამოუწერეს

შინ მიმავალ, გაგრიდან დევნილ ქალს რუსთაველზე “სახის დაფარვისთვის” ჯარიმა გამოუწერეს

Published on

შსს-ს მიერ რუსთაველზე მყოფი მოქალაქეებისთვის აბსურდული ჯარიმების გამოწერის კიდევ ერთ ფაქტზე ჰყვება დათო სიმონია. ამჯერად სამართალდამცველებმა გაგრელი ქალი დააჯარიმეს:
“აზა ჩილაჩავა გაგრიდანაა. იქაურობა რომ წაგვართვეს, ქუჩები სავსე იყო მკვდარი ქართველი ჯარისკაცებით. ვინც დამარხვას გაბედავდა, ზედ აკლავდნენ. აზამ ერთი მაინც დამარხა.
▫️რამდენიმე თვე იყო წართმეულ გაგრაში ჩვილით. არც საჭმლი ჰქონდა, არც წამალი. რომ გამოაღწია, წყალტუბოში ერთ დანგრეულ შენობას შეეფარა. ზურგით შაქარს ეზიდებოდა. ეგრე არჩენდა ოჯახს. მერე ემიგრაციაში წავიდა. რაღაც მოაქუჩა. ახლა მუჭისოდენა ოთახში ცხოვრობს.
▫️რუსთაველზე ხშირადაა. ბევრი ტკივილი აქვს და მანდ გამოთქვამს. ვისაც ტკივა, იმის მოვლაშიც ისვენებს. ტორტებს აცხობს და აქციის მონაწილეებს ჩუქნის. ფეხი სტკივა. დღეს ჟურნალისტებმა რომ შეაყოვნეს, იძახდა, მეჩქარებაო. არ იტყუებოდა. მეტროსთვის რომ ვერ მიესწრო, ფეხით მოუწევდა თბილისის ზღვამდე მისვლა. მისულა ხოლმე.
▫️ახლა ვეღარ შეძლებდა. აღელვებული იყო. პოლიციელებმა ალყა რომ შემოარტყეს, ალბათ დაცემული გაგრა გაახსენდა. ხმა ჩაუწყდა. ისე დაუმძიმდა, თითქოს ყელზე ყველა ავი მოგონება დაადგა. პირბადე დაულუქეს. ოქმი გამოუწერეს.
▫️ნეტა ამ ქალის დამარხული ჯარისკაცი გაპატიებდეთ აზას ცრემლებს და საშველად აწეულ ხელს, ბიჭებო. ნეტა არ გექნათ ეს. ნეტა არ გექნათ…”, – წერს დათო სიმონია.

სიახლეები

ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება

ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება - ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც...

ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს

ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს. ის “ფეისბუქზე” წერს, რომ “მილიციელებმა” მიაკითხეს. სავარაუდოდ, საუბარია რუსთაველის გამზირზე...

გახარიას პარტია პარლამენტში შედის

ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში შედის - ამის შესახებ ინფორმაცია გიორგი შარაშიძემ დაადასტურა. პარტიაში მიიჩნევენ,...

ქალს, რომელიც ბათუმში ნარკოტიკს ჰყიდდა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული...