მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების ახალი სისტემის ერთ-ერთი თანაავტორი არის 8-კლასიანი განათლების არ მქონე კალაძე -...

განათლების ახალი სისტემის ერთ-ერთი თანაავტორი არის 8-კლასიანი განათლების არ მქონე კალაძე – სააკაშვილი

Published on

ივანიშვილი ახლა მთლიანად აშორებს განათლების სისტემას ევროპას – ასე ეხმაურება “ოცნების” ახალ განათელბის პროგრანას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილის სოცილაურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, “ისტორიაში შევიდა ფაქტი, რომ განათლების ახალი სისტემის ერთ-ერთი თანაავტორი არის 8-კლასიანი განათლების არ მქონე კალაძე”.

„ივანიშვილმა დახურა ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა და ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. მაშინ ჩემ გარდა ყველა ჩუმად იყო. ახლა მთლიანად აშორებს განათლების სისტემას ევროპას.

ისტორიაში შევიდა ფაქტი, რომ ახალი განათლების (გაუნათლებლობის) სისტემის ერთ-ერთი ოფიციალური თანაავტორი არის რეალურად 8-კლასიანი განათლების არ მქონე კალაძე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა – 1-წლიანი.
ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდეს და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნას.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...