საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ 8 პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.