მთავარისიახლეებისაზოგადოებატრამპი უკრაინისთვის "გამარჯვების ფონდის" შექმნაზე მუშაობს

ტრამპი უკრაინისთვის “გამარჯვების ფონდის” შექმნაზე მუშაობს

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის “გამარჯვების ფონდის” შექმნაზე მუშაობს, რომელიც ჩინეთზე დაწესებული ახალი ტარიფებით დაფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ლიდერმა ხაზინის მდივანს, სკოტ ბესენტს, დაავალა, რომ გეგმა ევროპელ კოლეგებს, პარასკევს, 17 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტამდე, წარუდგინოს.

პრეზიდენტმა ტრამპმა მე და ელჩს დაგვავალა, ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის გვეთქვა, რომ მხარს დავუჭერდით ჩინეთზე, როგორც დაარქმევდით “რუსული ნავთობის ტარიფს”, ან “უკრაინული გამარჯვების ტარიფს”…

ჩვენი უკრაინელი და ევროპელი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ, რომ გამოგვყვნენ. ჩვენ პასუხს გავცემთ, თუ ევროპელი პარტნიორები შემოგვიერთდებიან,” – განუცხადა ბესენტმა რეპორტიორებს 15 ოქტომბერს.

The Telegraph-ი აღნიშნავს, რომ სტრატეგია ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 500%-იანი ტარიფის დაწესებას გულისხმობს, საიდან შემოსული თანხაც უკრაინელი სამხედროებისთვის იარაღის შეძენას მოხმარდება.

გეგმა შექმნილია პუტინზე მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლის განსახორციელებლად, რომლის საომარი მანქანაც ჩინეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რათა ბატონ ტრამპთან და ბატონ ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ რუსული ნავთობის შესყიდვების გამო, ჩინეთისთვის სანქციების დაწესების იდეას ევროპის მთავრობების მხრიდან დაბრკოლებები შეექმნა.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...