მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნება" ვენის კონვენციის დასკვნის გათვალისწინებას არ აპირებს

“ოცნება” ვენის კონვენციის დასკვნის გათვალისწინებას არ აპირებს

Published on

“არა, რა თქმა უნდა [არ გავაუქმებთ კანონებს]” – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტის კითხვას და ვენის კონვენციის დასკვნას ეხმიანება, რომელშიც “ოცნების” მიღებული კანონები მკაცრადაა გაკრიტიკებული და აღნიშნულია, რომ FARA, გრანტების და მაუწყებლობის შესახებ კანონები უნდა გაუქმდეს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოცემული ანგარიში ყველაზე კარგი მაგალითია იმის, რომ “ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური დასკვნების შემდგენელად”.

ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ აბსოლუტურად შეცვალა საკუთარი პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია. მანამდე ვენეციის კომისიას ჰქონდა მკაფიოდ სამართლებრივი დასკვნები და ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნები და პოლიტიკური ანგარიში. ეს დასკვნა და ეს ანგარიში არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური დასკვნების შემდგენელად და არა სამართლებრივი დასკვნების.

არა, რა თქმა უნდა [არ გავაუქმებთ კანონებს].

როცა საუბრობენ FARA-ზე, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, იმასაც ვერ ბედავენ თქვან, რომ ამერიკაში რომ მოქმედებს, კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგებაო, ამერიკას ვერ უბედავს ვენეცია. მაგრამ ამბობენ, რომ იქ კი არისო მაგრამო, ჩვენო საქართველოში რომ მოქმედებს იმაზე ვამბობთო. იმდენი სითამამე მაინც ეყოთ, რომ მაშინ თქვა, რომ ამერიკაში რაც მოქმედებს ის ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას,” – ამბობს პაპუაშვილი.

ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება “ოცნების” მერი, კახა კალაძეც და ამბობს, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს აღნიშნული კანონები – “დღემდე არ მოგვისმენია”.

აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ევროპულ ქვეყნებშიც, ამერიკაშიც აღნიშნული კანონი მუშაობს დიდი ხანია, პირიქით საუბრობენ იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, კიდევ უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს არასამთავრობოების ზოგადად ფინანსური მდგომარეობა, ფინანსები, მაგრამ საქართველოსთვის ეს არ შეიძლება. არ შეიძლება იმიტომ, რომ ისინი ვინც აფინანსებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებებს და ამის რამდენჯერმე მცდელობა იყო და ახლაც, აგერ 4 ოქტომბერს პირდაპირ შტურმი ჰქონდათ პრეზიდენტის სასახლეზე, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ სურვილი, რომ ამ ტიპის კანონები იქნეს მიღებული საქართველოში.

არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ, დავჯდეთ, ვისაუბროთ, მოვიყვანოთ არგუმენტები, თუ რატომ არის აღნიშნული კანონები ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს, ევროპული ინტეგრაციის პროცესს, არანაირი არგუმენტი არ არსებობს მერწმუნეთ და დღემდე არ მოგვისმენია,” – ამბობს კალაძე.

სიახლეები

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...