მთავარისიახლეებისაზოგადოებაელინა ვალტონენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა თავად გააუქმა

ელინა ვალტონენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა თავად გააუქმა

Published on

ფინური გამოცემის helsingin sanomat ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილი შეხვედრა არა საქართველოს, არამედ ფინეთის ინიციატივით გაუქმდა გრაფიკის ცვლილების გამო და ამის შესახებ ქართულ მხარეს გუშინ ღამით აცნობეს.

მათივე ცნობით, ვალტონენი უარყოფს საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ მან მონაწილეობა მიიღო რაიმე საარჩევნო ღონისძიებაში ან გაავრცელა რაიმე ცრუ ინფორმაცია.

„მე ვიყავი იმ დემონსტრაციების სანახავად, რომლებიც საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში იმართება. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ“, – ციტირებს ფინური მედია ელინა ვალტონენის განცხადებას.კითხვაზე, თუ რას ფიქრობს საქართველოს მთავრობის რეაქციაზე, ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა:

„საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუ როგორი რეაგირება ექნებათ. სამწუხაროდ, მე თვითონ მომიწია რეაგირება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გაუქმებით, რათა აზერბაიჯანში გამემართა შეხვედრები“.

ფინური მედია წერს, რომ ვალტონენი საქართველოდან დაგეგმილზე ადრე წავიდა, რათა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრები გაემართა. ეს შეხვედრები მას ვიზიტის დასაწყისში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გეგმა გაუქმდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზაში ომის შესახებ სამშვიდობო კონფერენციას მასპინძლობდა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...