მთავარისიახლეებისაზოგადოებააქტივისტებს ჯარიმებს "დიფ სთეითი უხდის"- თენგიზ შარმანაშვილი

აქტივისტებს ჯარიმებს “დიფ სთეითი უხდის”- თენგიზ შარმანაშვილი

Published on

“ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ პროევროპულ აქციებზე დაჯარიმებულებს, თანხას “დიფ სთეითი” უხდიდის.

განცხადება თენგიზ შარმანაშვილმა TV პირველთან გააკეთა. “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ამბობს, რომ აქციის მონაწილეებისთვის ჯარიმების გამოწერამ არ იმუშავა.

თქვენ თვითონვე უხდით ამ ჯარიმებს და “დიფ სთეითი”. არ გადაუხდიათ? – რა თქმა უნდა [გადახდილი აქვს ჯარიმა]. გრანტებით არის გადახდილი და ამის მტკიცებულება არსებობს. რა, არ გაგიგიათ ამის თაობაზე?”- თქვა შარმანაშვილმა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
TV პირველთან საუბრისას თავდაპირველად შარმანაშვილმა თქვა, რომ მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვა, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობა 15 დღიან პატიმრობას არ იწვევს, თუმცა მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა კანონპროეტში შესატანი ცვლილებები შეახსენა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა თქვა: “აბა, 15 დღე ხომ ვერ ჩაჯდება დიფ სთეითი?”

სანამ თქვენზე არ აისახება პრევენციული მნიშვნელობით ეს ზემოქმედცების ღონისძიება, მანამდე ჭკუას ვერ სწავლობს ზოგოერთი. ვისაც შეუძლია, სავალი ნაწილის კანონის შესაბამისად გადაკეტვა, ეს არის კანონის დარღვევა. რა თქმა უნდა [კანონს არ აღასრულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როცა არ აღასრულებს]. მივმართავ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეგრევე აღკვეთოს მსგავსი ფაქტი”- დასძინა “ოცნების” წარმომადგენელმა.

“ქართული ოცნების” კანონპროექტის თანახმად, მონაწილეობა იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით.

ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...