მთავარისიახლეებიპროკურატურა სინდისის პატიმრისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს

პროკურატურა სინდისის პატიმრისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს

Published on

19 წლის საბა ჯიქიას საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში – მეორე ინსტანციის სასამართლო საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ მჭედლშვილის გადაწყვეტილებაზე მსჯელობს, რომელმაც 10 ივლისს სინდისის პატიმარს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროცესს ესწრება თავად 19 წლის მსჯავრდებული.

სხდომაზე პროკურორმა თამარ იაკობიძემ საბა ჯიქიასთვის სასჯელის დამძიმება, ხოლო ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა, სასჯელის გაუქმება მოითხოვა.

პროცესზე საბა ჯიქიას ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა დარბაზის შეცვლა მოითხოვა, რადგან მისი თქმით, ის პატარაა და ჯიქიას ოჯახის წევრებმა და ნათესავებმაც კი ვერ მოახერხეს შესვლა. მოსამართლემ თქვა, რომ მომდევნო 2 სხდომა სხვა, დიდ დარბაზში ჩატარდება – მან განმარტა, რომ დღევანდელი სხდომის ყველაზე დიდ დარბაზში გადატანა ტექნიკურად შეუძლებელი იყო.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საბა ჯიქიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მომდევნო პროცესები 3 და 19 ნოემბერს გაიმართება, სადაც მხარეები შესავალ და დასკვნით სიტყვებს წარადგენენ.

„საინტერესო რამ ვნახე, დარბაზში გვყავდა 2 მამაკაცი, რომლებზეც იქ მყოფმა პირებმა განმიმარტეს, რომ ეცნობოდათ და იყვნენ სუს-ის თანამშრომლები. ამ ადამიანებს, როდესაც მოსამართლემ შეხედა და იკითხა, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. საჯაროა პროცესი და მოვიდნენ და ნახონ, ამ საქმეში როგორი დარღვევებია და ბრალდების მხარეს ერთი მტკიცებულებაც რომ არ აქვს გამოკვლეული. ეს პირები, რომლებიც პროცესზე იმყოფებოდნენ, არ ვიცი ვის მაკონტროლებლად არიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავად ეს ადამიანებიც ნახავენ, როგორი სუსტია ბრალდების მხარის პოზიციები.

ბრალდების მხარემ მოითხოვა სასჯელის დამძიმება, თავის მხრივ, დაცვის მხარემ სრული გამამართლებელი განაჩენის დადგომა.

ჩემი მოლოდინია, რომ საბა ჯიქიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლო, დარღვევას აუცილებლად დაადგენს“, – განაცხადა საბა ჯიქიას ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი გდდ-ს თანამშრომელი ბექა გოტიაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ დაზიანება არ მიუღია. საბა ჯიქია წარდგენილ ბრალს პროცესის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა.

სიახლეები

ტრამპი ირანს ულტიმატუმს უყენებს და ელექტროსადგურებზე დარტყმით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ახალი ულტიმატუმი წაუყენა — იგი ჰორმუზის სრუტის სრულ გახსნას...

გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს. ინფორმაცია ფეხბურთელმა 23...

სიონის საპატრიარქო ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე იქნება ღია

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, პატივის მისაგებად...

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...