მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ვის ტვინში დაიბადა, რომ მე რაიმე შეხება შეიძლება მქონდეს ამოთხრილ იარაღთან" -...

“ვის ტვინში დაიბადა, რომ მე რაიმე შეხება შეიძლება მქონდეს ამოთხრილ იარაღთან” – ანი ნადარეიშვილი

Published on

ირითადი კითხვა იყო იმის შესახებ, რაღაც ტყეში რომ ამოთხარეს, ამ კადრებთან დაკავშირებით – კიდევ აინტერესებდათ ვიცნობდი თუ არა პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა სუს-ში გამოკითხვის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ანი ნადარეიშვილის თქმით, არ სჯერა სუს-ის მიერ „დადგმული სპექტაკლების“, რადგან 13 წლის განმავლობაში ბევრი მოწმე უნახავს, რომელსაც „ალაპარაკებდნენ იმას, რაც უნდოდათ“.

„ძირითადი კითხვა იყო იმის შესახებ, რაღაც ტყეში რომ ამოთხარეს, ამ კადრებთან დაკავშირებით. როგორც გახსოვთ, ბ.ჭ. იყო ნახსენები, ეს ყოფილა ვინმე ბექა ჭულუხაძე და აინტერესებდათ თუ ვიცნობ ამ ადამიანს, თუ მქონია რაიმე შეხება, რაიმე გადაკვეთა, თუ მქონდა ნანახი „ტვ იმედის“ სიუჟეტი, ბოდიში, მაგრამ არ ვუყურებ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს.

ასევე აინტერესებდათ, თუ ვიცნობ პაატა ბურჭულაძეს. ესეც ძალიან სასაცილო კითხვაა იმიტომ, რომ ათასჯერ ვთქვით, პაატა ბურჭულაძე არის ჩვენი ოჯახის ნათესავი, ჩემი შვილის ნათლიაა მისი შვილი და ძალიან ბევრი წელია, ამ ოჯახს ვიცნობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ძალიან მეამაყება ეს.

ვეკითხებოდი გამომძიებელს, ვის ტვინში დაიბადა, რომ მე რაიმე შეხება შეიძლება მქონდეს რაღაც ამოთხრილ იარაღთან. მე არ მჯერა სუს-ის დადგმული არანაირი სპექტაკლების. 13 წლის განმავლობაში ნანახი მყავს ძალიან ბევრი მოწმე და მოსმენილი მყავს ძალიან ბევრი, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა ზეწოლა, ალაპარაკებდნენ რაც უნდოდათ იმას. ძალიან ბევრი სუს-ის აგენტი მინახავს ჩვენს გარშემო, ამიტომ არ მჯერა საერთოდ ამათი მასკარადების, ცირკების, რაშიც იძულებულს მხდიან, რომ მონაწილეობა მივიღო“, – განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ცნობისთვის, გამოკითხვაზე იმყოფებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც. შსს-ს ინფორმაციით, ბაჩო ახალაია უწყებაში ხმის ნიმუშის აღების მიზნით და მოწმის სახით გამოსაკითხად იყო დაბარებული და რვასაათიანი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. 

სიახლეები

ის, ვინც ახლა გაჩერებისკენ მოუწოდებს, ივანიშვილის საქმეს აკეთებს-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა, როცა გამარჯვება ასე ახლოსაა, გაჩერება დაუშვებელია. ამის შესახებ...

კობახიძე სტრასბურგზე: ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა

ყოველ ჯერზე, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით, როცა...

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანთა...

მმართველი პარტია წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს – სალომე ზურაბიშვილი

მიტინგებისა და სხვა საპროტესტო შეკრებების მონაწილეთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს საქართველოს...