მთავარისიახლეებიმსოფლიოშეშფოთებული ვარ დაძაბულობისა და ძალადობის გამო, რომელიც საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს მოჰყვა -...

შეშფოთებული ვარ დაძაბულობისა და ძალადობის გამო, რომელიც საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს მოჰყვა – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში

Published on

სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრაჩამ (პორტუგალია) შეშფოთება გამოხატა საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისას და მის შემდეგ განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებისა და მთავრობის დამხობის გაცხადებული მცდელობების ფონზე მომხდარი შემდგომი არეულობის გამო, – ამის შესახებ განცხადებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.

„ღრმად შეშფოთებული ვარ მზარდი დაძაბულობისა და ძალადობის გამო, რომელიც საქართველოში გამართულ ადგილობრივ არჩევნებს მოჰყვა“, – განაცხადა გრაჩამ.

ასევე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას სრულად პატივი სცეს და უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ თავისუფლად და შიშის გარეშე მოქმედება შეძლოს“.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული მმართველობა კანონს, ანგარიშვალდებულებას და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს. ამ მნიშვნელოვან დროს მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან თავი შეიკავოს და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ, რომ კანონიერი პოლიტიკური პროცესების ფარგლებში მუშაობის ვალდებულება აიღონ“, – აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაძაბულობის შემცირების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, დიალოგის მეშვეობით საზოგადოების ნდობის აღდგენისა და ეუთო-ს ვალდებულებების შესრულების მიზნით პოლიტიკური აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას განაგრძობს“.

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...