მთავარისიახლეებიპოლიტიკათურმე, ამისთვის ღირს ცხოვრება - გიორგი ჩახუნაშვილი

თურმე, ამისთვის ღირს ცხოვრება – გიორგი ჩახუნაშვილი

Published on

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი მადლობას უხდის პრესას და საზოგადოებას თანადგომისთვის და წერს, რომ თურმე ამისთვის ღირდა ცხოვრება.

“რადიოს, პრესას, ტელევიზიებს, კოლეგებს, ახლობლებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს – ყველას მადლობა. ყველას ვერ ჩამოვურეკე, იმიტომ რომ ჩემი ტელეფონი ჯერ დატუსაღებულია, თუმცა ყველას უდიდესი მადლობა. თურმე, ამისთვის ღირს ცხოვრება. არაფერი არ დამთავრებულა ამით. გამოვედი მხნედ, გუშინ რომ აქცია იყო, ეს ვნახე.
მედიკოსებმა გუშინ აჩვენეს, როგორ უნდა იყოს თანაცხოვრება სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების პირებს შორის. შეიძლება პირდაპირ გაშვებაც. თავდებში იმდენი ხალხი იყო, რასაც მე გადავხედე, ეს იყო საშუალო სტანდარტი, რითაც გამოვიდა ჩემი გამოშვება.
მე უხეშობა მაგათთვის [პოლიციელებისთვის] არ შემიტყვია და მაგათ თვალებში ამოვიკითხე, რომ მაგათთანაც შეიძლება თანაცხოვრება. აგრესია მაგათთან არ დამინახავს. რაც შემეხება მე – აგრესიული არასდროს ვყოფილვარ, არც ადრე, არც ახლა და არც ხვალ არ ვიქნები. ის, რასაც ამბობდნენ, არც ვმალავ. ვიდექი ქუჩაში, აქციებზე კიდევ ვიქნები და იქ, ქუჩაში, რასაც ვასრულებდი, აგრესია არავის მიმართ არ მქონია. ლაპარაკი, რაზეც არის, იქ მე ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას” – ამბობს ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი გათავისუფლების შემდეგ TV პირველთან, რომელიც სასამართლომ გუშინ 20 000 ლარის საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ეს თანხა მას საზოგადოებამ 15-20 წუტში შეუგროვა.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...