მთავარისიახლეებიშინჯიკაშვილის მამას "ტვ პირველის" ჟურნალისტის ცემის საქმეზე 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

შინჯიკაშვილის მამას “ტვ პირველის” ჟურნალისტის ცემის საქმეზე 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

Published on

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამას, რომელიც ტვ “პირველის” ჟურნალისტს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, რითაც ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა.

ტვ “პირველის” ჟურნალისტისთვის და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათზე ძალადობის ფაქტი მიმდინარე წლის 12 მაისს მოხდა.

ამ დღეს “პირველების” გადამღები ჯგუფი მარტყოფში, შინჯიკაშვილის სახლთან, მის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გასარკვევად იმყოფებოდა, რა დროსაც გადამდგარი ვიცე-გუბერნატორის მამამ ჟურნალისტს წაართვა პირადი მობილური ტელეფონი და ფიზიკურად გაუსწორდა მარიამ მაკასარაშვილს. კაცმა არხის ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს კამერაც წაართვა, რომელიც დააზიანა.

სიახლეები

სუს-მა გლდანის ციხის დირექტორის ყოფილი მოადგილე, გიორგი ქემოკლიძე დააკავა

სუს-მა N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავა. საგანგებო ბრიფინგი მდინარაძის უწყებაში...

რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ იმპერიის აღდგენის მცდელობა მარცხისთვისაა განწირული-შიკორსკი

მოლაპარაკებების მაგიდასთან პუტინის მოყვანის ერთადერთი გზაა, მან გააცნობიეროს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც...

თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ, დაშავებულები მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის...

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი კიდევ 13 პირს წარუდგინეს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ბრალდება კიდევ 13 პირს წარუდგინა. ისინი...