მთავარისიახლეებისაზოგადოებანანა სანდერსი ამბობს, რომ მას დაკავებამდე დაჭერით და მოკვლით ემუქრებოდნენ - ადვოკატი

ნანა სანდერსი ამბობს, რომ მას დაკავებამდე დაჭერით და მოკვლით ემუქრებოდნენ – ადვოკატი

Published on

4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, ნანა სანდერსი ამბობს, რომ მას დაკავებამდე დაჭერით და მოკვლით ემუქრებოდნენ. ეს ინფორმაცია გამოიტანა ზაჰესის იზოლატორიდან უფლებადამცველმა, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.

ადვოკატი აიჰან გასანოვი ამბობს, რომ როგორც დაკავებული უთითებს, მუქარას ადგილი ჰქონდა სატელეფონო ზარის მეშვეობით მანამდეც, სანამ ის საქართველოში ჩამოვიდოდა და მას შემდეგ, რაც სამშობლოში დაბრუნდა.

სანდერსი გერმანიიდან საქართველოში პირველ ოქტომბერს სპეციალურად აქციაზე დასასწრებლად ჩამოვიდა.

ვერაფერს ვერ უკავშირებს დაკავებას, მისთვის ძალიან მოულოცნელია და არალოგიკურად ჩანს ჯგუფური ძალადობა, ქალბატონმა თქვა, რომ მანამდე იყო მის მიმართ მუქარა. საქართველოში რომ ჩამოვიდა გრძელდებაოდა მის მიმართ მუქარა, იყო ზარი, რა დროსაც ეუბნებოდნენ, რომ დაიჭერდნენ, მოკლავდნენ. ასევე უთხრეს, მსგავი საქმეები სუიციდით სრულდებაო. ვინ ემუქრებოდა არ იცის, თუმცა მუქარის შინაარსი იყო, რომ დაიჭერდნენ. ტელეფონზე ზარით დაუკავშირდნენ”, – აცხადებს ადვოკატი აიჰან გასანოვი.

სანდერსის ოჯახის წევრი კი ამბობს, რომ საერთოდ არ იცოდნენ, თუ სამოქალაქო აქტივისტი საქართველოში იმყოფებოდა, ეს მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რა გუშინ ღამით გამომძიებელი დაუკავშირდათ და სანდერსის დაკავების შესახებ აცნობათ.

საერთოდ არ ვიცოდი, რომ საქართველოში იყო ჩამოსული, წუხელ სადღაც ღამის პირველ საათზე დეიდაჩემს დაურეკა გამომძიებელმა უთრა, რომ დაკავებულია თქვენი შვილიო და წამოვედით, რაიონიდან ჩამოვიყვანე ახლახანს. მივედით გულუას 8-ში, გამომძიებელს რომ ვესაუბრე, მითხრა, რომ ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილიო. გერმანიაშია კი ზოგადად და შეიძლება აქციებისთვის ჩამოვიდა, არვიცი. ცოტა აქტიური კი იყო მაგ მხრივ, დედასთან ჰქონდა კომუნიკაცია და მოელოდა ამ თვეში, მაგრამ უკვე ჩამოსული თუ იყო, ეს ზუსტად არ ვიცოდით. როგორ მოვიქცეთ არ ვიცით. ისიც არ ვიცით, ბრალს რაში დებენ”, – განაცხადა ოჯახის წევრმა.

დაკავებულ ნანა სანდერსს ბრალს, სავარაუდოდ დღეს ან ხვალ წარუდგენენ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 23 ადამიანი დააკავეს. სამს კი ეძებენ.

4 ოქტომბერსვე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთი წევრი:

პაატა ბურჭულაძე,
მურთაზ ზოდელავა,
პაატა მანჯგალაძე,
ირაკლი ნადირაძე
ლაშა ბერიძე.
6 ოქტომბერს ხელბორკილები აქციის 13 მონაწილეს დაადეს. გუშინ, 7 ოქტომბერს კი კიდევ 5 პირი იქნა დაკავებული.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სიახლეები

4 ოქტომბერს შედგა სახელმწიფოს ღალატის აქტი რამდენიმე ათასი ადამიანისგან-პაპუაშვილი

ყველამ კარგად იცოდა სად მიდიოდა 4-ში 16:00 საათზე, როგორც იტყვიან, ბავშვმაც კი იცოდა რა...

4 ოქტომბრის საქმეზე შსს-მ კიდევ 1 პირი დააკავა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა, ჯამში დაკავებულია 23 ადამიანი. "შინაგან საქმეთა...

ციხის უფროსი, რომელმაც ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს

N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც თანამდებობა "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის...

ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა - კენჭისყრაზე ამ გადაწყვეტილებას 518-მა ევროდეპუტატმა...