მთავარისიახლეებიპოლიტიკახალხმრავლობა და უამრავი ნიღბიანი - რა ხდება "ორგკომიტეტის" წევრების სასამართლოზე

ხალხმრავლობა და უამრავი ნიღბიანი – რა ხდება “ორგკომიტეტის” წევრების სასამართლოზე

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს დაკავებული, სახალხო კრების ორგანიზატორთა სასამართლო პროცესი ტარდება.

სასამართლოს ეზოში დიდი რაოდენობით არიან მობილიზებული პოლიციელები, მათ შორის, ნიღბიანი სპეცრაზმელები.

სხდომაზე დასასწრებად ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა, მესამე დარბაზში შესვლა ყველამ ვერ მოახერხა.

ადვოკატი ბექა ბასილაია დარბაზის შეცვლას ითხოვს იმ მოტივით, რომ მესამე დარბაზში, სადაც სხდომა ტარდება, დასწრების მსურველთა უმრავლესობაც კი ვერ ეტევა.

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალდება გუშინ, 6 ოქტომბერს წარუდგინა, რაც გულისხმობს:
სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;

ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
– რადიო “თავისუფლების” ლაივბლოგის მიხედვით –

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...