მთავარისიახლეებისიურპრიზები გვაქვს - პაატა ბურჭულაძე

სიურპრიზები გვაქვს – პაატა ბურჭულაძე

Published on

თბილისი მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღევანდელი აქციის ორგანიზატორები საქართველოს ხუთჯვრიანი დროშებით დგანან და სტუდენტების მარშს ელოდებიან.

როგორც პაატა ბურჭულაძე ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს დროშების რევოლუციის დღეა, აცუილებელია ყველას ეჭიროს დროშა.

“ჩვენ დღესვე დავასრულებთ რუსულ რეჟიმს, ყველაფერი კარგად იქნება“,- ამბობს ბრუჭულაძე.

დღეს დროშების რევოლუციის დღეა და აუცილებელია, ყველას ეჭიროს დროშა, ვიცით, უკვე რა სულისკვეთებითაც მოდიან. მარტო გამარჯვება, მეტი არაფერი, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ დღესვე დავასრულებთ რუსულ რეჟიმს, ყველაფერი კარგად იქნება. ერთი პრობლემაა მხოლოდ, რომ ბევრი ადამიანი მოდის, ხშირი მოძრაობაა და ხალხს შესაძლოა ცოტა დაუგვიანდეს.

დღეს აქ გამომსვლელები არ იქნებიან, წარვადგენთ დეკლარაციას. ისტორიული თარიღია, ეროვნული კრება, საქართველოს ისტორიაში პირველად, შემდეგ კი რაღაც სიურპრიზი გვაქვს, რაზედაც ხმა უნდა მივაცემინოთ,ჩვენ კითხვებს დავსვამთ და ხალხმა უნდა უყაროს კენჭი, რის შემდეგაც უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, -განაცხადა ბურჭულაძემ.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...