მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსამართლე შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე სასამართლომ ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე სასამართლომ ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა

Published on

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე სასამართლომ ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო. სხდომას კოალიცია”ცვლილებისთვის” ლიდერი არ დასწრებია.

სასამართლოში დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო, მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, დაკავებული მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...