მთავარისიახლეებისაზოგადოებაამ ბრძოლას მარტო ვერ მოვიგებთ, ევროკავშირის ჩართულობა გადამწყვეტია - ზურაბიშვილი ვარშავის ფორუმზე

ამ ბრძოლას მარტო ვერ მოვიგებთ, ევროკავშირის ჩართულობა გადამწყვეტია – ზურაბიშვილი ვარშავის ფორუმზე

Published on

ამ ბრძოლას მარტო ვერ მოვიგებთ, ევროკავშირის ჩართულობა გადამწყვეტია – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პოლონეთში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე მსოფლიო ლიდერებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მასობრივი დეზინფორმაციის, კიბერთავდასხმებისა და არჩევნების მანიპულაციების ფონზე საჭიროა ერთიანი კონტრსტრატეგია, რომელიც მხოლოდ ევროკავშირს შეუძლია შეიმუშაოს.

ზურაბიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მასობრივ პროტესტზე, რომელიც თბილისში უკვე 308 დღეა გრძელდება. პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველგვარი ძალადობის გარეშე გამოდიან ქუჩაში, აქტიური ზეწოლა ხორციელდება.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, არსებული მდგომარეობა ცხადყოფს, რომ საქართველოს მდგრადობისთვის აუცილებელია როგორც შიდა სამოქალაქო სიმტკიცე, ასევე ევროკავშირის მხრიდან რეალური მხარდაჭერა.

ამ ბრძოლას მარტო ვერ მოვიგებთ, ამიტომ ვამბობ, ყურადღება გარედან, მხოლოდ ევროკავშირს ერთად შეუძლია, ჰქონდეს კონტრსტრატეგია უზარმაზარი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი აყალიბებს. არჩევნების შემდეგ, რომელიც იყო სრულად მანიპულაციური, არავინ მოვიდა და მე არაერთ პარტნიორს ვთხოვე ევროკავშირში და მხოოდ ერთხელ იყო საუბარი მისიაზე, რომელიც უნდა ჩამოსულიყო და გაენალიზებინა შედეგები. არავინ ჩამოვიდა იმის გასაგებად, რა ტექნოლოგიები გამოიყენეს. ჩვენი ბრძოლა მდგრადობისთვის, რა თქმა უნდა, არ არის უკრაინელი ხალხის შეიარაღებული გმირული მდგრადობა, არამედ ის ძალიან მშვიდობიანი და საშუალებების გარეშეა, რადგან ჩვენ არ გვაქვს არანაირი საშუალება, გარდა სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობისა თავდასხმების წინააღმდეგ, რომელიც ყველა ფრონტზე ხდება, მათ შორის, უახლესი, რაც რუსულმა სახელმძღვანელომ შეიმუშავა სამოქალაქო საზოგადოებისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უკვე 308 დღეა პროტესტს გამოხატავენ თბილისში. არამედ მხოლოდ მათ, არამედ მათ ოჯახებს, მშობლებსა და ბებია-ბაბუებსაც კი ესხმიან თავს, რადგან აქამდე ვერაფერი შეაჩერებდა ამ ადამიანებს, რომ განაგრძონ თბილისის ქუჩებში გამოსვლა. ძალიან მშვიდობიანად გამოსვლა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ 308 დღის განმავლობაში მომიტინგეებს არცერთი ვიტრინა არ ჩაუმსხვრევიათ, არ ვსაუბრობ პოლიციის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე, – თქვა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...