მთავარისიახლეებიკონფლიქტებითეთრ სახლში ტრამპი-ნეთანიაჰუს შეხვედრა გაიმართება

თეთრ სახლში ტრამპი-ნეთანიაჰუს შეხვედრა გაიმართება

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს.

როგორც „სქაინიუსი“ წერს, ლიდერების შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად. მათივე ცნობით, ტრამპმა ბოლო დროს ნეთანიაჰუზე ზეწოლა გააძლიერა და პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ახლოსაა.

დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის შეხვედრის წინ, ისრაელელი მძევლების ოჯახებმა აშშ-ის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნეს.

„მადლიერები ვართ და დამოკიდებულები ვართ თქვენს ძალაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ძალაზე. თქვენი ორმაგი ფოკუსი ომის დასრულებასა და 48 მძევლის სახლში დაბრუნებაზე მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ გაფართოებულ ომს, რომელსაც ისრაელი ამჟამად აწარმოებს. გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ ამ კონტრასტის მიუხედავად თქვენი რწმენის თამამად შენარჩუნებისთვის. გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, არ გაჩერდეთ. ჩვენ გვჭირდებით. ჩვენს 48 საყვარელ ადამიანს – ჩვენს მამებს, და-ძმებს, შვილებს – თქვენ სჭირდებით. ჩვენ გვჭირდება ჩვენი საყვარელი ადამიანები სახლში“,- აცხადებენ მძევლების ოჯახების წევრები.

სქაინიუსი“ წერს, რომ დაჯგუფება „ჰამასს“ ამ დროისთვის 48 მძევალი ჰყავს ტყვეობაში, რომელთაგან დაახლოებით 20, ისრაელის აზრით, ჯერ კიდევ ცოცხალია.

2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმას 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 251 პირი კი, მძევლად აიყვანეს.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...