მთავარისიახლეებისაზოგადოებაკალაძე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს ემუქრება

კალაძე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს ემუქრება

Published on

კახა კალაძე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს ემუქრება. დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ არანაირი რევოლუცია არ მოხდება, რადგან ყველა, ვინც კანონის წინაშე წასვლას გაბედავს, მკაცრად აგებს პასუხს.

როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში, ვიზეიმებთ გამარჯვებას. არანაირი რევოლუცია, არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუკი ვინმე გაბედავს კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, რა თქმა უნდა, ასევე კანონის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციები, მუშაობენ ჩვენი შესაბამისი უწყებები, შესაბამისი სამსახურები. ერთი, რაზეც შემიძლია, ვისაუბრო და გარანტია მივცე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ქვეყანაში გვექნება მშვიდობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუკი ვინმე დააპირებს კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება, – ამბობს კალაძე.

შეგახსნებეთ, რომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში მასშტაბური აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია უნდა მოხდეს, რის შედეგადაც “ქართული ოცნების” ხელისფლებას გაისტუმრებენ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...