მთავარისიახლეებიკონფლიქტებიბრიანსკსა და ბელგოროდზე დარტყმების დროს უკრაინელებმა HIMARS-იც გამოიყენეს

ბრიანსკსა და ბელგოროდზე დარტყმების დროს უკრაინელებმა HIMARS-იც გამოიყენეს

Published on

ორშაბათს ღამით, უკრაინის არმიამ ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევში მდებარე ელექტროქარხანაზე, სავარაუდოდ, სარაკეტო იერიში მიიტანა. იერიში იყო მიტანილი ასევე ამერიკული HIMARS-ის მეშვეობით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მახლობლად მდებარე თბოელექტროსადგურზე.
ინფორმაცია უკრაინულ Telegram არხებზე გავრცელდა. ბრიანსკიდან გავრცელდა ფოტოებიც, რომლებიც, სავარაუდოდ, ადგილობრივების მიერაა გადაღებული და ჩანს, რომ ქარხანაში ხანძარია.
ადგილობრივი დროით ღამის 2:00 საათზე, კარაჩევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ამ ეტაპზე უცნობია, რა სახეობის რაკეტა გამოიყენა უკრაინამ მისი საზღვრიდან 114 კილომეტრში მდებარე რუსული ობიექტის დასაბომბად.
ღია წყაროების თანახმად, ელექტრონული ქარხანა ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას აწარმოებს.
რაც შეეხება ბელგოროდს, ცნობები გავრცელდა ერთ-ერთ ქვესადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად ბელგოროდის ოლქის სხვადასხვა ნაწილში ელექტროენერგიის გაითიშვის შესახებაც.ობიექტზე დარტყმა და რეგიონში ელექტროენერგიის “მნიშვნელოვანი გათიშვა” ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმაც დაადასტურა.მანამდე, 17 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა HIMARS-ის რაკეტებს NATO-ს მიერ დაფინანსებული ამერიკული შეიარაღების პაკეტის ფარგლებში მიიღებდა.

სიახლეები

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. „სისხლის სამართლის...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 64 წლის კაცმა ცალი თვალიდან მხედველობა დაკარგა

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 64 წლის კონსტანტინე კოკაიამ ცალი თვალიდან მხედველობა დაკარგა. ინფორმაცია TV...

ელდარ (ლუკა) კურტანიძეს ახალი ბრალდებაც წარუდგინეს, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს ელდარ (ლუკა) კურტანიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს - მას ბინის ან სხვა მფლობელობის...

ეუთოს თავმჯდომარე საოკუპაციო ზოლთან საქართველოს ოფიციალური პირების გარეშე ჩავიდა

ეუთო-ს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა....