მთავარისიახლეებისამართალითუშეთის პირიქითა ხეობაში ჯიპი სიმაღლიდან გადავარდა - ბიძა-ძმისშვილი გარდაიცვალა

თუშეთის პირიქითა ხეობაში ჯიპი სიმაღლიდან გადავარდა – ბიძა-ძმისშვილი გარდაიცვალა

Published on

“მთავარი ამბები კახეთიდან” იტყობინება, რომ თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ბიძა და დისშვილი ემსხვერპლა – ავარიის შედეგად 52 წლის ილია იდიძე და 28 წლის ლევან ბახტარიშვილი გარდაიცვალნენ.
ორივე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანიდან იყო და სოფელ ფარსმაში ცხოვრობდა, სადაც კაფეს ამუშავებდნენ.
შემთხვევა თუშეთის პირიქითა ხეობაში გუშინ მოხდა. სოფელ დართლოდან დაბრუნებისას მაღალი გამავლობის ჯიპი რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
გარდაცვლილებს მაშველებმა და ადგილობრივებმა სხვადასხვა ადგილას მიაკვლიეს.
ადგილობრივების თქმით, ამავე გზის მონაკვეთზე ავარია სამი წლის წინაც მოხდა და მაშინაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...