მთავარისიახლეებიპოლიტიკასავარაუდოდ, რუსული ნეონაცისტური ჯგუფის წევრებმა ქაშუეთთან წარწერა დატოვეს

სავარაუდოდ, რუსული ნეონაცისტური ჯგუფის წევრებმა ქაშუეთთან წარწერა დატოვეს

Published on

Слава ДШРГ “Русич” – საღებავით შესრულებული ეს წარწერა მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე, ქაშუეთის ეკლესიის წინ, რუსთაველის გამზირზე დაუდგენელმა პირმა დატოვა.

ვიდეო ერთ-ერთმა რუსულენოვანმა ტელეგრამ-არხმა გამოაქვეყნა.

ვიდეო ისეა გადაღებული, რომ კარგად ჩანს წარწერის დატოვების ადგილი.

ვიდეო “ოდიშის” ტელეგრამ არხზე.

ДШРГ “Русич” რუსული დივერსიულ-მოიერიშე სადაზვერვო ჯგუფია და ის რუსი ნეონაცისტებითაა დაკომპლექტებული. ჯგუფი რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს და მისი გაცხადებული მიზანია “რუსეთი მხოლოდ რუსებისთვის”, სწორედ ამიტომ, ნეონაცისტური ჯგუფის წევრები, რომელთა ბირთვს ნავარჯიშევი, დაკუნთული ახალგაზრდები შეადგენენ, დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ფიზიკურად უსწორდებიან ნებისმიერ არარუსს, რომელიც თვალში არ მოუვათ.

ამ ვიდეოს პარალელურად, ზემოთხსენებულმა ტელეგრამ-არხმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახულია თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე უკრაინაში დაცემული ქართველი მოხალისეების ხსოვნის მემორიალის წაბილწვის ფაქტი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

ვითვალისწინებთ რა, რომ შესაძლოა ამ ამბავს გმირი მეომრების ოჯახის წევრები და/ან ახლობლებიც კითხულობდნენ, არ ვაქვეყნებთ მემორიალის ფოტოს, თუმცა დავძენთ, რომ მემორიალთან უხვადაა სათვალთვალო კამერები.

ქვეყნდება მხოლოდ ვიდეო ქაშუეთის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელიდან.

ფეისბუქზე და სხვა სოციალურ ქსელებში, რუსეთ-უკრაინის ომში მყოფი და იქედან უკვე ჩამოსული ქართველი მეომრები, რიგითი მოქალაქეები, დაჟინებით ითხოვენ კამერების ჩანაწერების ამოღებას და დამნაშავეთა დაკავებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითორგანიზებით მათი მოძებნის პირობას დებენ.

სიახლეები

რუსთაველი გადაიკეტა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებია

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები ტარდება ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული მავნებლური განცხადებიდან...

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გამოსცა ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან...

სტენერგარდი-შვედეთი თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღიურად თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ და მშვიდობიან...

ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება

ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ჟენევა, რომი, ვენა, სტოკჰოლმი - ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების...