მთავარისიახლეებისაბერძნეთმა მოლდოვას ყოფილი არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი ვლადიმირ პახოტნიუკი გადასცა

საბერძნეთმა მოლდოვას ყოფილი არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი ვლადიმირ პახოტნიუკი გადასცა

Published on

საბერძნეთმა მოლდოვას მისი ყოფილი არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი ვლადიმირ პახოტნიუკი გადასცა.

პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო, ქვეყნიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა, მას შემდეგ რაც მისმა პარტიამ ძალაუფლება დაკარგა.

საქმე, რისთვისაც პლახოტნიუკს ბრალი ედება, ქვეყანაში “საუკუნის ძარცვად” არის ცნობილი, რომლის დროსაც მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკიდან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მერვედის ოდენობის თანხა მოიპარეს.

სკანდალს მალევე მოჰყვა მასობრივი დემონსტრაციები. გარდა ამისა, მოლდოვას ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დახმარება შეუწყვიტა, ქვეყნის ეროვნული ვალუტა რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელიც.

2020 წლის იანვარში აშშ-მა ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა.

“ვლადიმერ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა, ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დააზინა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა მოლდოვაში. დღეს მე ოფიციალურად შევიყვანე იგი სანქცირებული პირების სიაში. კორუფციასთან ბრძოლაში აშშ მხარს უჭერს მოლდოვას”, – წერდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...