მთავარისიახლეებიმსოფლიოორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს -...

ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს – ევროკომისია

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს. ამის შესახებ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესსპიკერმა, ევა ჰრნჩიროვამ განაცხადა.

„ევროპის მედიკამენტების სააგენტოს, რომელიც გასცემს ნებართვებს და ახორციელებს მკაცრს კონტროლს ევროპულ ბაზარზე შემავალ ყველა პროდუქტზე, არ აღმოუჩენია ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის რამე მტკიცებულება“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ევროპის მედიკამენტების სააგენტო და წევრი სახელმწიფოები მონიტორინგს უწევენ ავტორიზებული მედიკამენტების უსაფრთხოებას, რაც ასევე მოიცავს „პარაცეტომოლს“.

„ეს მონიტორინგი არ არის ერთჯერადი, არამედ ეს არის მიღებული მონაცემების მიმდინარე შეფასება. ეს საშუალებას გვაძლევს, საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ ზომები“, – განაცხადეს ევროკომისიაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აუტიზმის შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, „ტაილენოლის“ მიღებას უკავშირდებოდეს. პრეპარატი „ტაილენოლი“ ასევე ცნობილია, როგორც „პარაცეტომოლი“.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...