მთავარისიახლეებინანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

Published on

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნანუკა ჟორჟოლიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.

ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ ხვალ პროკურატურაში მისვლას გეგმავს. მედიის წარმომადგენლის თქმით, ცხადია, რომ ამ უწყებაში მისვლისას მას მორალური უპირატესობა ექნება.

ჰო, ჰო, ჰოოო, პროკურატურიდან დამირეკეს დაკითხვაზე დამიბარეს საბოტაჟის თემაზე.
ხვალ, 16:30
და რა თქმა უნდა მივალ იმ უწყებაში (პროკურატურაში) სადაც მორალური უპირატესობა მე მაქვს, რადგან ამ შენობაში, ამ ხალხმა იუფროსა ადამიანი, რომელმაც კარიერა ბოტასების ქურდობით დაიწყო, შემდეგ ბიუჯეტის ფულები, ქოლცენტრები, ქუჩის გარჩევები და ბოლოს, კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის შეკვეთით დაასრულა.
ამ უწყებაში იუფროსეს კაცი, რომელმაც რუსული გვარი მიიღო, მოსკოვში გაიქცა და კანონიერი ქურდის კალაშოვის დაცვით დადის.
ხვალ მხიარული დღე მექნება, – წერს ჟორჟოლიანი.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...