მთავარისიახლეებიდააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

Published on

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე დაკავებული ორი პირი კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, სისტემატურად ახორციელებდნენ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა. კერძოდ, ჯამში ამოღებულია: 4 034 ლარი, 2 617 აშშ დოლარი, 270 ევრო, 257 834 რუსული რუბლი და 87 301 სომხური დრამი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით”, – ნატქვამია ინფრომაციაში.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...