მთავარისიახლეებიმსოფლიოპალესტინის აღიარების გამო, რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს აკრიტიკებენ

პალესტინის აღიარების გამო, რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს აკრიტიკებენ

Published on

აშშ-ს მოკავშირეების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებამ რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

ყოფილი აშშ-ს ელჩი გაეროში, ნიკი ჰეილი ამ გადაწყვეტილების დაგმობაში სხვა სენატორებს შეუერთდა:

“პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხის გააქტიურებით ჰამასს დაემორჩილნენ”. მისი თქმით, ამერიკის მოკავშირეები “მძევლების გათავისუფლებასა და ომის დასრულებაზე მეტად, ჰამასის დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ”.

“პალესტინის ‘სახელმწიფოს’ აღიარება არის ფუჭი და მოჩვენებითი საქციელი, რომელიც მხოლოდ ჰამასის ჯალათებსა და მოძალადეებს აჯილდოებს” – განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა.

სენატორმა ლინდსი გრემმა “ე.წ. ცივილიზებული მსოფლიო თანამედროვე რელიგიური ნაცისტების“ აღიარებაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფოებრიობა კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ აღიარეს, ხოლო გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე იგივე ნაბიჯის გადადგმას კიდევ 6 ქვეყანა აპირებს.

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...