მთავარისიახლეებიპოლიტიკასამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

Published on

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან.
იმ დროს აქტივისტი საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილების გაგების შემდეგ, ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტა, რა დროსაც დააკავეს და იზოლატორში წაიყვანეს.

ნარსია ამბობს, რომ ბილეთი დაჩქარებულად აიღო, რათა 15 დღიანი პატიმრობის ათვლა მალე დაიწყოს და 4 ოქტომბერს ისევ რუსთაველის გამზირზე იყოს.

აქტივისტი და რწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე იქნება.

“დაჩქარებულად ავიღე ბილეთი, 25-მდე უნდა ვყოფილიყავი დასასავენებლად, მაგრამ შევწყვიტე იმის გამო, რომ ჩამოვიდე საქართველოში და მალე დაიწყოს პატიმრობის ათვლა, რათა 4 ოქტომბერს გარეთ ვიყო რუსთაველზე. 4 არის გადამწყვეტი დღე და გამარჯვების დღე. ამის რომ არ მწამდეს, მართლა არ გავაკეთებდი ამას, ჩემს ერთი წლის შვილს და ცოლს არ ჩავაგდებდი საფრთხეში. განსახვევბით სხვა მარშებისგან, 4 ოქტომბერი არის გამარჯვების აქცია და გამარჯვების დღე. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენი პირადი კეთილდღეობა ცოტა ხნის და დავუთვმოთ დრო ჩვენ სქვეყანას. მე მეჯრა ბევრნი ვიქნებით რუსთაველზე”, – აცხადებს ნიკა ნარსია.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...