მთავარისიახლეებისაზოგადოებალევანის ტყვეობა უფრო მეტს ამბობს თავისუფლებაზე, ვიდრე ლევანის თავისუფლებაზე ყოფნა- არქიმანდრიტმა ხაბეიშვილი...

ლევანის ტყვეობა უფრო მეტს ამბობს თავისუფლებაზე, ვიდრე ლევანის თავისუფლებაზე ყოფნა- არქიმანდრიტმა ხაბეიშვილი მოინახულა

Published on

არქიმანრიტმა დოროთე ყურაშვილმა პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოინახულა. არქიმანდრიტის თქმით, მან პოლიტიკოსის აზიარა და შემდეგ გაესაუბრა კიდეც.

დოროთე ყურაშვილმა ხაბეიშვილის ხალხსადმი დანაბარებიც გააჟღერა და თქვა, რომ ის თავს ძალიან მხნედ გრძნობს.

„ლევანმა ხალხთან დამაბარა, რომ ძალიან მხნედ არის და “არაფერი მეტყობა პატიმრობის“ ეს გადაეციო“,- განაცხადა არქიმანდრიტმა.

ის არის პრობლემა, რომ კომუნიკაციას უკრძალავენ ოჯახთანაც, საზოგადოებასთან, ტელეფონს არ აძლევენ, წერილის წერის უფლებას არ აძლევენ და ასე ადამიანის დატყვევება, ეს უკვე ჩემი აზრია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, თუმცა მან მითხრა, რომ ვიცი,რ ატომაც აკეთებენ და არ განვიცდიო,რ ადგან ჩემთვის ის უფრო დიდი რამეა, რასაც ვაკეთებ ვიდრე კომუნიკაციაო.

მე ვთვლი, რომ ლევანის ტყვეობა უფრო მეტს ამბობს თავისუფლებაზე, ვიდრე ლევანის თავისუფლებაზე ყოფნა, ეს ლევანმაც იცის და ხალხიც ხედავს და ამ იმედებით არის ლევანი, რომ ხალხი ხედავს,- განაცხადა დოროტე ყურაშვილმა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერზე ისაუბრეს, რა დროსაც ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თარიღის ხალხს უფრო ნაკლებად სჯეროდა, ვიდრე “ოცნებამ“ დაიჯერა.

„ოცნებამ უფრო დაიჯერა თავიანთი წაგება, ვიდრე ხალხს სჯეროდა თავიანთი გამარჯვებაო, ასე შეაფასა 4 ოქტომბერი. სიმართლე გითხრათ ეს დღე არც მე მიმაჩნდა მნიშვნელოვნად, ხაბეიშვილის დაჭერამდე, მაგრამ იმედი ჩამისახლდა, რომ ეს დღე მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს ირგვლივ ვინც არის, ყველა დაფიქრდა,- განაცხადა არქიმანდრიტმა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...