მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სასანქციო პაკეტი დაამტკიცა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სასანქციო პაკეტი დაამტკიცა

Published on

პარასკევს ევროპულმა კომისიამ დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტი.
ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ევროკომისიის წარმომადგენელმა პაულა პინიომ აცნობა, იუწყება „უკრინფორმის“ კორესპონდენტი.

„შემიძლია, დავადასტურო, რომ კომისიამ დღეს დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სანქციების პაკეტი,“ – განაცხადა სპიკერმა.

პაკეტის დეტალები დღეს შუადღის შემდეგ იქნება გამოცხადებული ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ.

როგორც „უკრინფორმი“ იუწყება, ივლისში ევროკომისიამ წარადგინა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მიზნად ისახავს 2027 წლამდე ევროკავშირის რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების სრულ შეწყვეტას. გარდა ამისა, მანამდე დონალდ ტრამპმა ნატოს მოკავშირეებს მოუწოდა, შეეწყვიტათ ნავთობის იმპორტი რუსეთიდან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ კომისია შესთავაზებს ევროკავშირის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის ეტაპობრივი უარყოფის პროცესის დაჩქარებას, ხოლო მომდევნო სანქციების პაკეტი, მათ შორის, შეეხება რუსეთის კრიპტოაქტივებს, საბანკო და ენერგეტიკულ სფეროს.

აშშ თავის მოკავშირეებზე „დიდ შვიდეულში“ ახდენს ზეწოლას, რათა მათ დააწესონ ტარიფები ჩინეთსა და ინდოეთზე 100%-მდე, რადგან ისინი აგრძელებენ რუსეთის ნავთობის შეძენას. მოსალოდნელია, რომ ეს მოთხოვნა ბლოკის რამდენიმე დედაქალაქში წინააღმდეგობას წააწყდება. ამ დროისთვის G7-ის წარმომადგენლები მუშაობენ წინადადებების პაკეტზე, რომლის დასრულებასაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გეგმავენ.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...