მთავარისიახლეებიმსოფლიო"მე თვალები თითებად ვაქციე..." - უკრაინელმა ქალმა წიგნი მზერის დახმარებით დაწერა

“მე თვალები თითებად ვაქციე…” – უკრაინელმა ქალმა წიგნი მზერის დახმარებით დაწერა

Published on

მარინა ბოროდინა ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე. და მას ეს გამოუვიდა. ისწავლა ამერიკულ კინოაკადემიაში, აიწყო კარიერა ჰოლივუდში, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ყველაფერი შეიცვალა.

მარინას გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი დაუდგინდა – ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების შესუსტებას და საბოლოოდ, მათ ატროფიას.

თანდათანობით, დაავადებამ მას წაართვა ხმა, დაუკარგა მოძრაობის უნარი, დაკარგა ჭამისა და სმის შეგრძნება და უნარი. მაშინ მარინამ წიგნის წერა დაიწყო… თვალების დახმარებით.

მე ვიყენებ სპეციალურ მოწყობილობას eye-tracker რომელიც მონიტორქვეშ თხელ ფენად თავსდება და თვალის გუგების მოძრაობას აკვირდება. ეკრანს ქვემოდან ინფრაწითელი სენსორები თვალებში განათებს, კამერა აფიქსირებს შენს მზერას კლავიატურაზე, ალგორითმი მზერას კურსორად გარდაქმნის და კლიკ…”, – ჰყვება მარინა.
ასე გაჩნდა ავტობიოგრაფიული რომანი “ქარის მიმართულების წინააღმდეგ”. რომანი გვიყვება, როგორ არ უნდა დაკარგო შენი თავი, როცა ირგვლივ სხვას ყველაფერს კარგავ.

მარინა მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს: წერს მისივე რომანის ინგლისურ ვერსიას, ასევე სცენარს მინისერიალისთვის, რომელიც ერთ-ერთ სტრიმ-პლატფორმაზე გავა.

«მინდა, ბევრმა ადამიანმა გაიგოს, რომ ფუნქციური სხეულის ქონა უკვე ჯეკპოტია, ამიტომ ეს საჩუქარი კეთილი მიზნებისთვის უნდა გამოვიყენოთ”, – ამბობს მარინა.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...