მთავარისიახლეებიჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

Published on

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის “TV იმედს” უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მსახიობის თქმით, 21 აგვისტოს რამდენიმე მედიასაშუალებამ, წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში, მის შესახებ მცდარი და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს “ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი” იყო.

ია ფარულავას განმარტებით, ის ნამდვილად იყო ორი მშვიდობიანი და არაძალადობრივი დემონსტრაციის ორგანიზატორი, თუმცა მსახიობი აღნიშნავს, რომ აქციების “ძალადობრივად” მონათვლა არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელიც მისი სახელის გატეხვას და რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად.

ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო,

დღეს მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მივიღე. როგორც იცით, 21 აგვისტოს რამდენიმე მედიასაშუალებამ, წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში, გაავრცელა ჩემს შესახებ სრულიად მცდარი და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, თითქოს მე „ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი“ ვარ.

მე ნამდვილად ვიყავი ორი მშვიდობიანი და არაძალადობრივი დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი 2025 წლის 22 მარტს და 4 ივლისს, სადაც მოქალაქეებმა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავაპროტესტეთ. ამის „ძალადობრივად“ მონათვლა არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელიც ჩემი სახელის გატეხვას და რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად.

დუმილი და უყურადღებოდ დატოვება ამ შემთხვევაში დანაშაულის ტოლფასია. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს – მას შეუძლია შენებაც და ნგრევაც. ამიტომ, ჩემი პატივის, ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის დასაცავად, დღეს ოფიციალურად შევიტანე სარჩელი სასამართლოში შვიდი მედიასაშუალების, მათ შორის ტვ იმედის წინააღმდეგ.

ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ ჩემი პირადი სახელისთვის. ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ და იმის დასამტკიცებლად, რომ ცილისწამება დაუშვებელია.
მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის!” – წერს ია ფარულავა.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...