მთავარისიახლეებიზურაბიშვილი- ახალი შიშის დასანერგად ოცნება 90-იანი წლების სცენარს ეთამაშება

ზურაბიშვილი- ახალი შიშის დასანერგად ოცნება 90-იანი წლების სცენარს ეთამაშება

Published on

რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს – პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად.

ომის შიშის დანერგვის შემდეგ, ოცნება ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად.

ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და ტიტუშკების შეგზავნა მშვიდობიანი პროტესტის რიგებში.

ეს ხომ რეჟიმის საკუთარი შიშის ნიშანია, არეულობა პოლიტიკის ნაცვლად.

ეს ხომ რეჟიმის უუნაროობის ნიშანია, რომელიც თავისთავში ვეღარ პოულობს ქვეყნის მართვის რესურსს, მხოლოდ ძალადობა, რეპრესიები და შიში დარჩათ ხელში.

აგონია!!!

აგონიაა, აბა რაა, როცა ქალ პოლიტიკოსს იჭერენ საარჩევნო პლაკატზე წარწერის გამო.

უდანაშაულო მზიას, ნინოს, ელენეს სოლიდარობა და სოლიდარობა ყველა სინდისისა და პოლიტიკურ პატიმარს!

წერს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითმხილველების გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ტიტუშკებმა აქციის მონაწილეებს იარაღი აჩვენეს.

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...