მთავარისიახლეებისაზოგადოება"მოძალადე" და "ექსტრემიზმის წამხალისებელი" - ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

Published on

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი “მოძალადედ” და “ექსტრემიზმის წამხალისებლად” გამოაცხადა – თბილისის მერი ამტკიცებს, რომ პაველ ჰერჩინსკი “ნაწილია ძალადობრივი დაჯგუფების, რომელიც მათივე დაფინანსებით და მხარდაჭერით არის შექმნილი”.

“ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთილია, აქ დიპლომატია და დიპლომატიური ურთიერთობები არაფერ შუაშია” – ამბობს კალაძე ევროკავშირის ელჩის მისამართით.

ეს ადამიანები ჩვეულებრივად, წამხალისებლები არიან იმ ექსტრემიზმის, იმ ძალადობრივი დაჯგუფებების, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს. ჩვეულებრივად აფინანსებენ, არც ერიდებიან, არც მხარდაჭერას გამოხატვის ერიდებათ. იმავე ევროკავშირის ელჩი, ჩვეულებრივად ნაწილია ძალადობრივი დაჯგუფების, რომელიც მათივე დაფინანსებით და მხარდაჭერით არის შექმნილი. ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთილა. აქ დიპლომატია და დიპლომატიური ურთიერთობები არაფერ შუაშია. მისი ქმედებები ყველანაირ წითელ ხაზს კვეთს, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, დაპირისპირებას, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ეს ყველაფერი იმართება გარედან. გარედან შემოდის დაფინანსება. გარედან ხდება ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა და ა.შ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...