მთავარისიახლეებიტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

Published on

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს ყიდულობენ. ასე რომ, ჩვენ ვერავინ მოგვთხოვს ვიყოთ ერთადერთი, ვინც [ომის დასრულებას] ბოლომდე ცდილობს, როცა ევროპა რუსეთიდან ნავთობს ყიდულობს. არ მინდა, რომ ისინი ნავთობს ყიდულობდნენ. ასევე, ის სანქციები, რასაც აწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის. მე მზად ვარ სანქციებისთვის, მაგრამ მათაც უნდა გაამკაცრონ სანქციები ისე, როგორც ამას მე ვაკეთებ.

[…]მე მზად ვარ წინ წავიდე, მაგრამ ეს მათ უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, გააკეთებენ, მაგრამ ახლა მხოლოდ ლაპარაკობენ და არაფერს აკეთებენ. […]ნახეთ, ისინი რუსეთიდან ნავთობს ყიდულობენ. ჩვენ რუსეთიდან ნავთობს არ ვყიდულობთ. ისინი რუსეთიდან ბევრ ნავთობს ყიდულობენ. ასე არ შეიძლება. […]იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, არ მაინტერესებს. ისინი რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდნენ.

[…]ისინი ნავთობს რუსეთიდან პირდაპირ არ ყიდულობენ. რამდენიმე ქვეყანა რუსეთიდან ყიდულობს ნავთობს და შემდეგ მას გარკვეულ NATO-ს ქვეყნებში ყიდიან. ყველა ქვეყანაში არა, მაგრამ გარკვეულ, საკმაოდ მნიშვნელოვან NATO-ს ქვეყნებში.

თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...