მთავარისიახლეებიშსს-მ აეროპორტში, ბარგის შემოწმებისას 19 კგ-ზე მეტი მარიხუანა ამოიღო – დააკავეს ერთი...

შსს-მ აეროპორტში, ბარგის შემოწმებისას 19 კგ-ზე მეტი მარიხუანა ამოიღო – დააკავეს ერთი პირი

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისის აეროპორტში, ბარგის შემოწმების შემდეგ დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, 34 შეკვრად დაფასოებული, 19 კილო და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს” – წერია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიმდინარეობს.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...