მთავარისიახლეებიელენე ხოშტარია დააკავეს

ელენე ხოშტარია დააკავეს

Published on

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი.

ადგილზე იმყოფებოდა “დროას“ წევრი, გიგა ლემონჯავა, რომელმაც ხოშტარიას დაკავება დაადასტურა და განაცხადა, რომ ის შსს-ს წარმომადგენლებმა წაიყვანეს.

მოვიდნენ ელენე ხოშტარიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, დააკავეს, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს სავარაუდოდ, შსს-ს შუშებიანში. ზუსტად, არაა ეს დადასტურებული, თუმცა ვიცით, რომ ნამდვილად დააკავეს და ბრალი წაუყენეს იმ მუხლით, რომელიც შსს-მ დაწერა, 187-ე მუხლით. რაც აბსურდია პოლიტიკურად, თუმცა, რეალობა ეგაა,- განაცხადა ლემონჯავამ.

კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერის, ელენე ხოშტარიას კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავებიან. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული.
შსს-ს ცნობით, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
ხოშტარიას დაკავებამდე ჟურნალისტებმა კახა კალაძეს კითხეს, არის თუ არა მისი სურვილი და მოთხოვნა ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება მისი საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე.

“ქვეყანაში არსებობს კანონი და კანონს, კეთილი უნდა ინებოს, და ყველამ პატივი უნდა სცეს” – თქვა კალაძემ.

„ქვეყანაში არსებობს კანონი და კანონს, კეთილი უნდა ინებოს, და ყველამ პატივი უნდა სცეს.

პოლიტიკოსი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია [ელენე ხოშტარიასთან მიმართებით], მაგრამ კანონები არსებობს და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და მას დაემორჩილოს“, – განაცხადა კალაძემ.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...