მთავარისიახლეებიმსოფლიომზად ვარ, რუსეთს სანქციები დავუწესო, თუ NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა იგივეს გააკეთებს...

მზად ვარ, რუსეთს სანქციები დავუწესო, თუ NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა იგივეს გააკეთებს – ტრამპი

Published on

NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს “ბაიდენისა და ზელენსკის ომად” მოიხსენიებს და წერს, რომ მზადაა რუსეთს დაუწესოს სერიოზული სანქციები იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები იგივეს გააკეთებენ და რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას შეწყვეტენ;

„მზად ვარ, რუსეთს სერიოზული სანქციები დავუწესო, როდესაც ნატოს ყველა წევრი ქვეყანა დათანხმდება და იმავეს გაკეთებას დაიწყებს და როდესაც ნატოს ყველა წევრი ქვეყანა შეწყვეტს რუსეთისგან ნავთობის ყიდვას. როგორც იცით, ნატოს ერთგულება გამარჯვების მიმართ 100%-ზე ნაკლები იყო და რუსული ნავთობის შეძენა ზოგიერთის მიერ შოკისმომგვრელი!

ეს მნიშვნელოვნად ასუსტებს თქვენს მოლაპარაკების პოზიციას და ვაჭრობის ძალას რუსეთთან მიმართებით. ყოველ შემთხვევაში, მე „წასასვლელად მზად ვარ“, როცა თქვენც ასე მოიქცევით. უბრალოდ მითხარით, როდის? მე მჯერა, რომ ეს, პლუს ნატოს, როგორც ჯგუფის მიერ, ჩინეთზე 50%-დან 100%-მდე ტარიფების დაწესება, რომლებიც სრულად გაუქმდება რუსეთთან და უკრაინასთან ომის დასრულების შემდეგ, ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ამ სასიკვდილო, მაგრამ სასაცილო ომის დასრულებას.

ჩინეთს ძლიერი კონტროლი და გავლენაც კი აქვს რუსეთზე და ეს ძლიერი ტარიფები ამ კონტროლს დაარღვევს. ეს არ არის ტრამპის ომი (ის არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!), ეს ბაიდენისა და ზელენსკის ომია. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ ეს შევაჩერო და ათასობით რუსისა და უკრაინელის სიცოცხლე გადავარჩინო.

თუ ნატო ისე მოიქცევა, როგორც მე ვამბობ, ომი სწრაფად დასრულდება და ყველა ეს სიცოცხლე გადარჩება!

თუ არა, თქვენ უბრალოდ დროს ფლანგავთ – ჩემს დროს, ამერიკის შეერთებული შტატების დროს, ენერგიასა და ფულს. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის! დონალდ ჯ. ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში.

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...