მთავარიUncategorizedენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა

Published on

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავების შემდეგ ენმ-ს უბრალოდ, გეგმები გააცნო.

„რადგან ლევანი დაიჭირეს, დღეს უბრალოდ შედგა ეს შეხვედრა, მე გავაცანი ეს გეგმები „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ რას აპირებს “რუსთაველის გამზირი” 4 ოქტომბერს. ასევე მექნება შეხვედრა სხვა პარტიებთან. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ვიცით, რა აბსურდულ თემაზე არის დაჭერილი ლევანი.

მე შევთავაზე და ვთხოვე, რომ რეგიონები ახლა ჩემი აზრით, არ არის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ლევანის სასამართლოზე ვიყოთ გარეთ და თბილისი გამოვაღვიძოთ, თუკი ვინმეს სძინავს”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

სიახლეები

კაია კალასი: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს

"ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს"- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო...

სეს-ი: მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი ევროპარლამენტის შენობაზე

ბელგია, ბრიუსელი - სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატების, მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი...

ზვიად ცეცხლაძის ოჯახი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ისინი აპირებენ შეიტანონ...