მთავარიUncategorizedაიღე საქართველოს დროშა და გაიმარჯვე 4 ოქტომბერს! - ლევან ხაბეიშვილის წერილი იზოლატორიდან

აიღე საქართველოს დროშა და გაიმარჯვე 4 ოქტომბერს! – ლევან ხაბეიშვილის წერილი იზოლატორიდან

Published on

11 სექტემბერს დაკავებული ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილს აგზავნის და საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს:

“ივანიშვილმა აღიარა მარცხი! “პიჟონმა” მამუკა მდინარაძემ და სვეტლანა კობახიძემ აღასრულეს ჟანდარმერიის ხელით! 4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე და ეს ყველას ერთად შეგვიძლია! ვამბობდი და ვამბობ, საჭიროა გამარჯვების რწმენა, გატეხეთ შიში, აჯობეთ საკუთარ თავს! ბიძინამ და ამ რეჟიმმა გამოაცხადა სრული კაპიტულაცია! არ მჯერა, რომ მშიშარა ერი ვართ!

არ მჯერა, რომ მიუხვედრელი ხალხი ვართ! პირიქით! მჯერა, დარწმუნდით ამ გზის სისწორეში და რეჟიმის მარცხში! არანაირი გრძელვადიანი! 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ! ვინც კიდევ შემოგთავაზებთ, ბლა-ბლა-ბლას, იცოდეთ არის ივანიშვილის უნებლიე ან ნებით მოკავშირე! აიღე საქართველოს დროშა და გაიმარჯვე 4-ში! -წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თავის წერილში.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...