მთავარისიახლეებიგერმანიის საელჩო მზია ამაღლობელს Free Media Awards-ის მიღებას ულოცავს

გერმანიის საელჩო მზია ამაღლობელს Free Media Awards-ის მიღებას ულოცავს

Published on

გერმანიის საელჩო საქართველო ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდოს, Free Media Awards-ის მიღებას ულოცავს.

საელჩო აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელი აღიარეს როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე საქართველოში და დაჯილდოვდა ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის, რომლის ფარგლებშიც მან დააარსა ორი მნიშვნელოვანი და სანდო მედიაპლატფორმა – ბათუმელები და ნეტგაზეთი.

აღნიშნული ჯილდო მზიას გამბედაობის, ლიდერობის, სიტყვისა და მედიის თავისუფლების ურყევი დაცვის დამსახურებული აღიარებაა. ეს პრემია, განსაკუთრებული სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე გარემოში, ფაქტებზე დაფუძნებული, კრიტიკული ჟურნალისტიკის შექმნაში მისი უდიდესი წვლილის დადასტურებაა.

ამჟამად მზია ამაღლობელი საქართველოში 2-წლიან სასჯელს იხდის.

გულწრფელად ვულოცავთ მზიას ამ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ჯილდოს. მისი საქმიანობა დღემდე შთაგონების წყაროა არაერთი ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”. – წერია საელჩოს განცხადებაში.

პრემია Free Media Awards ნორვეგიული ფონდის The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ არის დაარსებული.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...