მთავარისიახლეებიმსოფლიოპოლონეთში რუსული დრონების შეჭრის გამო დონალდ ტუსკმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია

პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის გამო დონალდ ტუსკმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია

Published on

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, NATO-ს წევრი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული კამიკაძე დრონი Геран-2-ების ორი ჯგუფი შეფრინდა, მთლიანობაში 15 მდე კამიკაძე დრონი.
პირველ ჯგუფად შეფრენილი დრონების ნაწილი პოლონეთის საჰაერო სივრცის 50 კმ იან სიღრმეში ქალაქ ზამოსჩთან, პოლონურმა გამანადგურებლებმა F-16 ებმა ჩამოაგდეს.
ერთ-ერთ ჩამოგდებულ დრონს კურსი ვარშავისკენ ჰქონდა აღებული.
რუსული დრონების შეჭრის გამო დონალდ ტუსკმა პოლონეთის მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.

მანამდე კი პოლონეთმა პრაქტიკულად პირველად აღიარა, რომ მისი საჰაერო სივრცე რუსეთმა დაარღვია და დღევანდელ თავდასხმა „აგრესიის აქტი“ უწოდა. 

როგორც პოლონეთის არმიის ოპერაციული სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით“.

„ამ აგრესიის აქტმა რეალურ საფრთხე შეუქმნა პოლონეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, როდესაც დრონები საჰაერო სივრცეში შევიდნენ, ისინი ჩამოაგდეს და ამჟამად მიმდინარეობს მათი სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილების ძებნა.

სიახლეები

ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია – ზაქრო გვიშიანი

დიშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ გამარჯვება მიაღწეულია - ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება...

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში – გრიგოლ გეგელია

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში - ასე ეხმაურება "ლელო- ძლიერი საქართველოს"...

როდესაც ერევანში ორ სკამზე ჯდომას ცდილობენ, არავისთვის არის მისაღები- ზახაროვა

სომხეთის ხელმძღვანელობა უნდა ჩამოყალიბდეს კურსთან დაკავშირებით, ქვეყანა ვერ შეძლებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს...

საქართველო არაა სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო გამოაყოლო და გამოსწორება მოსთხოვო-კობახიძე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებაზე - "მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ...