მთავარისიახლეებისაზოგადოებააქტივისტი თათია აფრიამაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს

Published on

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი, რომელიც 2 სექტემბერს რუსთაველზე დააკავეს, 5 000 ლარით დააჯარიმეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა.

აქტივისტს გელაძის უწყება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

მოწმე პოლიციელმა პროცესზე განაცხადა, რომ აფრიამაშვილი არ დაემორჩილა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნას, ხელს უშლიდა პოლიციას აქციის სხვა მონაწილის დაკავებაში და „იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ, მათ შორის, ხელისუფლების მისამართით.“

აფრიამაშვილის ადვოკატის თქმით, პოლიციელებს უშუალოდ თათია აფრიამაშვილის მხრიდან გინების ამსახველი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.’

მიმდინარე წლის 2 სექტემბერს შსს-მ 23 აქტივისტი დააკავა.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...