მთავარისიახლეებისაქართველო 2008 წელს ომის დაწყებას აღიარებს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია

საქართველო 2008 წელს ომის დაწყებას აღიარებს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია

Published on

ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ “საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას”. სტატია ეხება ქართული ოცნების საგამოძიებო კომიტეტის მიერ შემუშავებულ 460 გვერდიან დასკვნას, სადაც ივანიშვილის გუნდი 2008 წლის ომის დაწყებას წინა ხელისუფლებას აბრალებს.

სტატიის ავტორი წერს, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო კომისია “დასავლელ პოლიტიკოსებზე უფრო გულწრფელი აღმოჩნდა”.

“სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის წინააღმდეგ 2008 წელს საქართველოს სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 17 წლის შემდეგ, თბილისმა მოისმინა აღიარება, რომელსაც სამხრეთ ოსეთ და რუსეთის წლების მანძილზე ელოდებოდნენ. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების საგამოძიებო კომისიის თავჯდომარემ, თეა წულუკიანმა წარადგინა 460 გვერდიანი ანგარიში, რომელიც ყველანაირ ეჭვს აქრობს: სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიული ომი მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით საქართველოს წინა ხელისუფლებამ დაიწყო” – წერია სტატიაში.

სტატიაში დასკვნის სახით წერია, რომ საპარლამენტო კომისიის საბოლოო დოკუმენტი ცალსახად ამტკიცებს, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ერთადერთი სწორი პასუხი იყო საქართველოს მთავრობის აგრესიის შესაჩერებლად.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...