მთავარისიახლეებიქუდზე კაცი უნდა ვიდგეთ რუსთაველზე, 4 ოქტომბერი საქართველოს გამარჯვების დღე იქნება -...

ქუდზე კაცი უნდა ვიდგეთ რუსთაველზე, 4 ოქტომბერი საქართველოს გამარჯვების დღე იქნება – ჯაფარიძე

Published on

4-ში თქვენ, ჩვენ, ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ რუსთაველზე და ერთად უნდა გავაფორმოთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ აქციის ორგანიზატორებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერი ვერ იქნება რიგითი აქცია და უნდა იქცეს საქართველოს გამარჯვების დღედ, როცა ქართველი ერი ერთ მუშტად შეკრული რუსულ რეჟიმს „არას“ ეტყვის.

არ შემიძლია, არ დავიწყო ერთით და ყველაზე მნიშნელოვანით – თავისუფლება სინდისის პატიმრებს! თავისუფლება ადამიანებს, რომლებიც ისჯებიან ქვეყნის სიყვარულისთვის. თავისუფლება ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სასამართლოს დარბაზებიდან აშიშვლებენ რეჟიმს. ავისუფლება ადამიანებს, რომელთა ხმაც ყველაზე ხმამაღლა ისმის ოთხი კედლიდანაც კი. მეგობრებო! იყავით მხნედ, იყავით მაგრად და გპირდებით, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ აუცილებლად გამარჯვებულები ვიდგებით აქ და ვიდგებით ერთად, ერთ მუშტად შეკრულები. მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი, რომ ამდენ სრულიად განსხვავებული გემოვნების ადამიანს ვხედავ ერთად.

რამ გაგვაერთიანა დღეს? ჩვენ გაგვაერთიანა ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა. ქვეყნის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა წაართვა ყველაზე მთავარი – წაართვა ღირსება და თავისუფლება.

ახლა მინდა, მოგმართოთ თქვენ, ადამიანებს, რომლებიც სხედხართ ტელევიზორებთან და გვიყურებთ. მეგობრებო, 4-ში თქვენ, ჩვენ, ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ რუსთაველზე და ერთად უნდა გავაფორმოთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. თუ ვიქნებით ერთად, ჩვენი გამარჯვება იქნება გარდაუვალია. ახლა არ არის დაყოფის დრო, არ არის ვიწრო პარტიული ამბიციების დრო, ახლა არის ერთობის დროს. დიახ, 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა ვიდგეთ აქ, უნდა ვიდგეთ არა როგორც რომელიმე პარტიის წარმომადგენელი ან მხარდამჭერი, უნდა ვიდგეთ როგორც ჩვენი ქვეყანა, ერთიანი, ერთ მუშატად შეკრული ერი, რომელიც მზად არის გამარჯვებისთვის!

მეგობრებო, 4 ოქტომბერი ვერ იქნება ჩვეულებრივი რიგითი აქცია. 4 ოქტომბერი იქნება საქართველოს გამარჯვების დღე, როდესაც ქართველი ერი სილას გააწნის რუსულ რეჟიმს და ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის – არას!

ჩვენ, აქ მყოფი ადამიანები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ირწმუნოს იმ გამარჯვების, რომელიც მართლაც გარდაუვალია. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ ათი ათასობით ადამიანი და არ უნდა შეგვეშინდეს სიტყვების “მშვიდობიანი რევოლუცია” და დიახ, მშვიდობიანი დამხობა!

მიყვარხართ და გელოდებით ყველას 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

სიახლეები

რეპეტიტორებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – განათლების მინისტრის მოადგილე

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება,...

“ვფიქრობ, ციხე არ ელით…” – მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე

ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს, ვფიქრობ, ციხე არ ელით, მაგრამ არაა გამორიცხული, უბედური შემთხხვევა...

“შათდაუნის” გამო აშშ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას აყოვნებს

გამოცემა Axios საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ NATO-ს წევრი მოკავშირეებისთვისა და უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი...

ნაძალადევში, ლამინატის საამქროში, ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ლამინატის საამქროში ხანძარი გაჩნდა. როგორ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრენიუსს“ განუცხადეს, ცეცხლი...