მთავარისიახლეებიპატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა

პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა

Published on

ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ. როგორც ჯაფარიძე ფიქრობს, სწორედ იმის გამო დააპატიმრეს, რომ გადაწყვეტილება შეეცვალათ.

“ჩვენი პოზიცია ისეთივეა, როგორიც სატუსაღოში მოთავსების დღემდე იყო. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისთვის და ახალი არჩევნებისთვის.

მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, რადგან სწორედ ამიტომ მოგვათასავსეს სატუსაღოში, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა […] იმ 100 000-ობით ოპოზიციონერ ამომრჩეველს, რომელიც 4 ოქტომბერს არჩევნებზე მოვა, იმედი არ უნდა გავუწბილოთ და მათ უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან, მათი ხმების დასაცავად იბრძოლონ […] ჩვენი ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენგან თვითთმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მოითხოვდა.

ჩვენი თხოვნის საფუძველზე არც დავუკავებივართ და არც გავუთავისუფლებივართ, აქედან გამომდინარე, ჩვენი დაჭერაც და გამოშვებაც ქართული ოცნების გადაწყვეტილება იყო […] დილას მითხრეს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალების აქტი გამოსცა […] ვერ გეტყვით, რითი იხელმძღვანელა ქართულმა ოცნებამ, როცა ჩვენ გამოგვიშვა” – თქვა ჯაფარიძემ.

ხაზარაძე: იმისთვის გამოგვიშვეს, რომ მოხდეს დაპირისპირება და შავი ნიაღვრის გადმოსხმა
ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი არჩევნების წინ პარტია ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება – გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...