მთავარისიახლეებიაშშ-ს სასამართლომ ჰარვარდისთვის დაფინანსების შეჩერებაზე ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ს სასამართლომ ჰარვარდისთვის დაფინანსების შეჩერებაზე ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა

Published on

აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის მილიარდობით დოლარის ოდენობის დაფინანსების შემცირების გადაწყვეტილება გააუქმა.

მოსამართლე ალისონ ბოროუზმა დაადგინა, რომ მთავრობამ უნივერსიტეტის სიტყვის თავისუფლების უფლება დაარღვია, როდესაც მას კვლევითი გრანტები დაახლოებით $2 მილიარდით შეუმცირა.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ადმინისტრაციის თქმით, ბოროუზი ბარაკ ობამას მიერ დანიშნული “აქტივისტი მოსამართლეა”, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილებებს ყოველთვის ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, აპრილში დაფინანსების შემცირების მიზეზად ტრამპის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტში არსებული ანტისემიტიზმი, “რადიკალური მემარცხენეობა” და რასობრივი მიკერძოება დაასახელა.

84-გვერდიან გადაწყვეტილებაში ბოროუზმა აღნიშნა, რომ ჰარვარდს მეტი უნდა გაეკეთებინა ანტისემიტიზმთან ბრძოლისათვის, რომელიც, მისი თქმით, ბოლო წლებში “ვირუსულად მოედო” ინსტიტუტს, თუმცა, დასძინა, რომ დაფინანსების შემცირებისას ანტისემიტიზმთან ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციის “ნამდვილი მიზანი” არ იყო.

მისი თქმით, მთავრობამ “ანტისემიტიზმი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებზე იდეოლოგიურად მოტივირებული თავდასხმისთვის გამოიყენა”.

სიახლეები

„ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური...

რეპეტიტორებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – განათლების მინისტრის მოადგილე

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება,...

“ვფიქრობ, ციხე არ ელით…” – მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე

ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს, ვფიქრობ, ციხე არ ელით, მაგრამ არაა გამორიცხული, უბედური შემთხხვევა...

“შათდაუნის” გამო აშშ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას აყოვნებს

გამოცემა Axios საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ NATO-ს წევრი მოკავშირეებისთვისა და უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი...