მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთაველზე პოლიციამ უკვე ათამდე დემონსტრანტი დააკავა, აქცია რუსთაველის თეატრთან გრძელდება

რუსთაველზე პოლიციამ უკვე ათამდე დემონსტრანტი დააკავა, აქცია რუსთაველის თეატრთან გრძელდება

Published on

რუსთაველის გამზირზე და მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, 9 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არის პარტია „ახლების“ წარმომადგენელი, შუშანა მაცაბერიძე.

აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სწორედ ამ დროს დააკავეს სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები.

აღსანიშნავია, რომ ისინი აქციას თავდაპირველად პარლამენტთან მართავდნენ, რის შემდეგადაც რუსთაველის თეატრისკენ გადმოინაცვლეს. აქცია თეატრთან ამ წუთებშიც გრძელდება.

მანამდე კი, სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებისა და პარლამენტში ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის განხილვის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა.

როგორც ყოველთვის მსგავსი აქციების დროს, პოლიციელები განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდნენ აქციის ახალგაზრდა მონაწილეების მიმართ.

პარლამენტის წევრებს ტერიტორიის დატოვება შეძახილების “მონებო!”, “რუსებო!” ფონზე უწევდათ.

სიახლეები

„ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური...

რეპეტიტორებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – განათლების მინისტრის მოადგილე

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება,...

“ვფიქრობ, ციხე არ ელით…” – მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე

ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს, ვფიქრობ, ციხე არ ელით, მაგრამ არაა გამორიცხული, უბედური შემთხხვევა...

“შათდაუნის” გამო აშშ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას აყოვნებს

გამოცემა Axios საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ NATO-ს წევრი მოკავშირეებისთვისა და უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი...